Saturday, November 7, 2009

პროექტი : "საქართველო და ევროპის საზოგადოებრიობა მე-XX ს-ის დასაწყისში"

პროექტის სახელწოდება: "საქართველო და ევროპის საზოგადოებრიობა მე-XX ს-ის დასაწყისში"
პროექტის ხელმძღვანელი: თინათინ შველიძე
თბილისის 172-ე საჯარო სკოლა
პროექტზე სამუშაოდ ჩამოყალიბდა ორი ჯგუფი:
1. "კვალი ნათელი":

  • აბრამიშვილი ანი
  • ლომსაძე თეონა
  • ბანანაშვილი ნათია
  • მიქიაშვილი მარი
  • ხვიჩია ლალი
  • კიკალიშვილი გიორგი
  • არჩვაძე ელისო
  • ნიკოლაიშვილი ია
  • ბახტურიძე ლაშა
  • ბახტურიძე დათო
  • ტაბატაძე ზაქრო
2. "სამანი"
  • ნიკოლაიშვილი ია
  • ქობელაშვილი სოფო
  • კოზმანიძე ანასტასია
  • დვალი ნინო
  • ბაბლუანი ბექა
  • გაგნიძე სოფო
  • მაღლაკელიძე ლევანი
  • ოთიაშვილი ოთარი
  • მჭედლიშვილი თამარი
  • ფარეშიშვილი თამარი
  • ტყეშელაშვილი გვანცა

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი შეეხება მე-20-ე საუკუნის დასაწყისის ქართველ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეთა სწრაფვას ევროპული ფასეულობებისაკენ.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ და შეისწავლიან ილია ჭავჭვაძის ევროპულ ორიენტაციას. რუსულ კოლონიალურ რეჟიმში მყოფ საქართველოში ილიამ პირველმა დააყენა საკითხი, ქართული საზოგადოების წინაშე, რომ საქართველოს მომავალი ევროპული არჩევანია. ასევე გაანალიზებენ ილიას პუბლიცისტურ წერილებს , სადაც დიდი ადგილი აქვს დათმობილი ევროპული ქვეყნების ისტორიასა და პოლიტიკას, ყურადღება გამახვილებულია დღეისათვის ფრიად საჭირო საკითხზე რომ "ევროპეიზმი ეს არის აზროვნების თავისუფლება, აზრთა სხვადასხვაობა, უმრავლესობის მიერ უმცირესობის აზრის გათვალისწინება". მოსწავლეები გამოიკვლევენ იმ ევროპელი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების საქმიანობას საქართველოში, რომლებიც დაინტერესდნენ ქართული ისტორიითა და კულტურით; უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი , ფრანგი ისტორიკოსი მარი ბროსე, გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი, ინგლისელი ქართველოლოგები ოლივერ და მარჯორი უორდროპები. შეისწავლიან თუ რა მნიშვნელობა ქონდა ევროპული ორიენტაციის მიმდევარი პოლიტიკური ძალების-სოციალისტ-ფედერალისტების , არჩილ ჯორჯაძის და გიორგი დეკანოზიშვილის მიერ პარიზში ქართულ და ფრანგულ ენაზე გაზეთ "საქართველოს" გამოცემას. ჰააგის მეორე საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციისათვის ვარლამ ჩერქეზიშვილის, გიორგი გვაზავას და მიხაკო წერეთლის მიერ მომზადებულ "საქართველოს ხალხის მემორანდუმი"-ს წარდგენას.

მონაწილეთა ასაკი: მე-9-ე კლასი.

ვადები: 3 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები: მასწავლებლის დახმარებით შექმნილი ბლოგების ინტერნეტში განთავსება. კვლევითი მუშაობა დოკუმენტურ მასალებზე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებში. ისტ-ის გამოყენებით ინფორმაციის, ვიდეო და ფოტომასალების მოძიება. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ თემასთან დაკავშირებით დაცული ლიტერატურის შესწავლა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებით დამატებით შეისწავლიან თემატურად დაკავშირებულ საკითხს "ილია ჭავჭავაძის ევროპული ორიენტაცია". შეიძენენ კვლევა ძიებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ისტ-ის დახმარებით განათავსებენ თავიანთ მოკვლეულ მასალებს ინტერნეტში.

სარგებელი სხვებისათვის: როგორც ერთი საუკუნის წინ ეხლაც ფრიად აქტუალურია ქართველი ხალხის პოლიტიკური არჩევანი. სწრაფვა ევროპული ფასეულობებისაკენ. თუ რა გზა განვლო ამ იდეამ დღემდე, როგორი იყო მისი წარსული და რა პერსპექტივა შეიძლება ქონდეს. ამის დანახვა სასარგებლო იქნება არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ ამ საკითხით დაინტერესებული ყველა პიროვნებისათვის.

სამუშაო ენა: ქართული
სხვა მონაწილეები: 172-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი: დავით გორგილაძე. ბერლინის ჰუმბოლდტის სახ. უნივერსიტეტი : თამარ კიკნაველიძე.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა - ზოია ბარამიძე, რუსული ენა და ლიტერატურა - მანანა ჯაფარიძე.
პროექტის ფასილიტატორი: თინათინ შველიძე
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: tinatinshvelidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: http://tinatin-shvelidze.blogspot.com/